eTwinning-პროექტები (ეროვნული)



2023 წლის მარტის თვეში დავგეგმე პროექტი-წყლის რესურსების დაცვა,  რომელიც  ეხება წყლის, ამ უნიკალური ბუნებრივი რესურსის  დაცვას. ჩვენთანაც, როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წყლის დაბინძურების პრობლემაა. ამიტომ  დღის წესრიგში დადგა ამ უნიკალური რესურსის დაცვა და გონივრული მოხმარება. ბოლო წლებში ბევრი ქვეყანა ცდილობსამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლას და მათ შორის საქართველოც 2015 წლიდან ჩაერთო სპეციალურ პროგრამაში, ანუ გლობალური მდგრადი მიზნების განხორციელების პროცესში. (წყლის რესურსების დაცვა არის მიზანი# 6-(,,სუფთა წყალი და სანიტარია“)

პროექტში ჩართულია  აჭარის , სამეგრელოსა და კახეთის რეგიონების სკოლები ,   კერძოდ , ნინო სააკაშვილი-სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის საჯარო სკოლა), ირინა სოსელია-სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიას საჯარო სკოლა), (თეონა ხაბაზი-სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლაპროექტში ჩართულ მოსწავლეთა  ასაკობრივი ზღვარია  14-16 წელი.









პროექტი ეხება ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის დაცვას.  თავისუფალი ნება თანამედროვე საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა, რომლის აღიარება და დაცვა დემოკრატიის მთავარი გამოვლინებაა. მაგრამ ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის დაცვა დღევანდელ მსოფლიოში გამოწვევად რჩება. ჩვენს საზოგადოებაში ხშირად ვაწყდებით გენდერულ სტერეოტიპებს, დისკრიმინაციას, უთანასწორობას და ადრეულ ქორწინებას. ზემოთ აღნიშნული პრობლემების მიზეზი საზოგადოებაში ინფორმაციის ნაკლებობაა. ამიტომ მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის შესახებ, სწორედ ამიტომ დაიგეგმა ეს პროექტი, რომლის დამფუძნებელია სსიპ აჭყვისთავის საჯარო სკოლის მასწავლებელი თანუნა ხაბაზი. 
                    







No comments:

Post a Comment