ბლოგის შესახებ
ბლოგი სოციალური ქსელია, რომელსაც მრავალმხრივი დანიშნულება აქვს. თემატურად მრავალფეროვანი არჩევანისა და მულტიმედიური რესურსების თავმოყრის პარალელურად თვითგამოხატვის ერთგვარი საშუალებაა. ერთი თემა შეგვიძლია წარმოვაჩინოთ არა მხოლოდ წერილობითი, არამედ ვიზუალური სურათ-ხატებითაც
ჩემი ბლოგი
მოცემული ბლოგი წარმოადგენს ჩემს საგანმანათლებლო სამუშაო ინსტრუმენტს, სადაც თავმოყრილია და აღწერილია ჩემს მოსწავლეებთან ერთად განხორციელებული ყველა აქტივობა, განხორცილებული პროექტები თუ გამოყენებული მეთოდები, რომლებიც განვახორციელე სოფელ ქობულეთისა და სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლებში 2021 წლის იანვრიდან დღემდე, ანუ სტატუსის შეცვლიდან.
მოგესალმებით. მე ვარ მაგული ჯინჭარაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთისა და სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლების ქიმიის მასწავლებელი. ჩემს ბლოგზე წარმოდგენილია ნამუშევრები 2021 წლის იანვრიდან დღემდე , ანუ იმ დროიდან , როდესაც მივიღე წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. ეს ბლოგი შევქმენი იმისათვის, რომ ახალი სტატუსის შემდეგ განხორციელებული ყველა აქტივობისთვის თავი მომეყარა და ერთ სივრცეში განმეთავსებინა
ReplyDelete