სასკოლო პროექტი

 სასკოლო პროექტის მასალები                           


სასკოლო პროექტის გეგმა
                                                                    

პროექტის სახელწოდება:

                            ჩვენ და მდგრადი განვითარება

პროექტის ხელმძღვანელი:    

მაგული ჯინჭარაძე - ქიმიის მასწავლებელი

 

პროექტის მონაწილე მასწავლებლები

ნარგიზ გორგილაძე-რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

ნანა ბლადაძე-მოქალაქეობის მასწავლებელი

გულსუნდა გუგუნავა-ბიოლოგიის მასწავლებელი

 

პროექტის მონაწილე მოსწავლეები

მე-8, მე-9 , მე-10 კლასი

პროექტის განხორციელების ვადები: 

20 .12.22-დან  6.06.23-ის  ჩათვლით

 

პრობლემის  აქტუალურობა    

 

დღევანდელ მსოფლიოში გარემოს დაცვის პრობლემა უაღრესად აქტუალური და გადამწყვეტია . იგი მოიცავს საკითხთა ფართო სპექტრს, რომლებიც დაკავშირებულია ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებასა და მდგრად გამოყენებასთან, დაბინძურების პრევენციასთან, ეკოსისტემების და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასთან.

გარემოს დაცვა მჭიდროდ არის დაკავშირებული მდგრადი განვითარების კონცეფციასთან, რომელიც ცდილობს დააკმაყოფილოს დღევანდელი საჭიროებები ისე, რომ არ დააზარალოს მომავალი თაობები.  ამ მიზნით შემუშავებულია მთავრობის პროგრამა ,,მდგრადი განვითარების მიზნები“ პროგრამა 17 მიზნისა და 169 ამოცანისაგან შედგება და ყველა მოქალაქე ვალდებულია, იზრუნოს ამ მიზნების განსახორციელებლად. ამ მიზნით სკოლაში დავგეგმეთ პროექტი  ,,ჩვენ და მდგრადი განვითარება“ და მის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობებით პატარა წვლილს შევიტანთ გლობალური მდგრადი მიზნების განხორციელებაში.

 

პროექტის მიზანი

 

პროექტის მიზანი

·         მდგრადი განვითარების მიზნების მიმართ ცნობიერების ამაღლება

·          მოსწავლეთა ჩართულობით  ამ მიზნების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება

პროექტის შესაბამისობა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებთან:

·         შეუქმნას მოსწავლეს საფუძველი ინფორმაციის, უნარჩვევებისა და დამოკიდებულებების გასავითარებლად მთელი ცხოვრების განმავლობაში.

·         კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან: სასკოლო განათლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ საზოგადოების მომავალ წევრებს განუვითაროს ზოგადი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები (წერა, კითხვა,მეტყველება, მოსმენა), საორგანიზაციო და ჯგუფური მუშაობის ჩვევები

პროექტის ამოცანები

 

  • მოზარდის როგორც მოქალაქის ჩამოყალიბება:
  • სოციალური ურთიერთობების განმტკიცება:
  • სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიური ჩართულობაა
  • სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებისადმნი დახმარების გაწევა.
  • გარემოს დაცვით აქტივობებში მონაწილეობის მიღება
  • თანამშრომლობა ჯგუფებში
  • თანამშრომლობა თემთან
  • საინფორმაციო ბუკლეტების , პოსტერების , ვიდეორგოლების დამზადება

მოსალოდნელი შედეგები

 

ამ პროექტის განხორციელებით

საჭირო რესურსები:

საკანცელარიო საშუალებები: თაბახის ფურცლები, მარკერები, ალექსანდროვის ქაღალდები, ფერადი ფანქრები.  ლეპტოპი, პროექტორი

სამიზნე ჯგუფები

მოსწავლეები; მშობლები,პედაგოგები

პროექტის საბოლოო პროდუქტი:

პოსტერები, საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება, საინფორმაციო პლაკატების დამზადება, ვიდეორგოლის მომზადება

 

პროექტის შეჯამება:

სკოლაში მოეწყობა შემაჯამებელი დისკუსია,სადაც მოსწავლეები იმსჯელებენ პროექტის განხორციელების შედეგებზე და მათ განწყობა-დამოკიდებულებებზე, შეაჯამებენ და შეაფასებენ პროექტს

პროექტის მონიტორინგი

მონიტორინგი  განხორციელდება  ჯგუფების მუშაობაზე პროექტის განმავლობაში

 

პროექტის შეფასება

მოსწავლეები შეფასდებიან ჯგუფური მუშაობის  და პროექტის შეფასების რუბრიკით

პროექტის მდგრადობა

·         პროექტის დასრულების შემდეგ მივიღებთ მოსწავლეებს, რომლებსაც ექნებათ განვითარებული გამჭოლი კომპეტენციები, როგორიცაა ეკოლოგიური წიგნიერება, სოციალური და სამოქალაქო კომეტენცია, რაც ითვალისწინებს ისეთი უნარების ჩამოყლიბებას, როგორიცაა პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება,. მათ გამოუმუშავდებათ პასუხისმგებლონის გრძნობა თავის  თემის, რეგიონის, ქვეყნის წინაშე  და საბოლო  ჯამში ეს აქტივობა ემსახურება გლობალურ მოქალაქედ ჩამოყალიბებას.                                                                   

·         აგრეთვე პროექტის დასრულების შემდეგ მოხდება სსკოლო საზოგადოებაში, თუ ზოგადად თემში, დასახული მიზნების განხორციელება , რაც ერთი პატარა წვლილია გლობალური მდგრადი მიზნების განხორციელებაში.

პროექტის მოცანების განსახორციელებლად  საჭირო აქტივობები

 

 

 

 

N

                    აქტივობები

    დრო

პასუხისმგებელი პირი

 

 

1

პროექტის მონაწილე მასწავლებლების შეკრება და პროექტის  მიზნების,  ამოცანების  გაცნობა და  პროექტის სამუშაო გეგმის შემუშავება

20.12.22

პროექტის ხელმძღვანელი

 

 

2

პროექტშის მონაწილე მოსწავლეებთან შეხვედრა და პროექტის არსის გაცნობა

21.12.22

პროექტის

მონაწილეები

 

 

3

მშობელთა კრება 

პროექტის  შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მის ორგანიზებაში მათი ჩართვა

25.12.2022

კლასის

ხელმძღვანელი

 

პროექტის

ხელმძღვანელი

 

 

4

სტუმრად მარტოხელა მოხუცებთან        

მიზანი#1-არა სიღარიბეს

27.12.2022

პროექტის

მონაწილეები

 

 

5

შეხვედრა მრავალშვილიანი ოჯახის შვილებთან     

მიზანი#2-არა შიმშილობას

1.03.23

 

პროექტის

მონაწილეები

 

 

6

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე

ა) სასკოლათშორისო თეორიული კონფერენცია-,, წყალი ჩვენი სიცოცხლეა“   

ბ) ვიდეორგოლი-წყლის რესურსების დაცვა

 

მიზანი#4-ხარისხიანი განათლება

მიზანი #6 -სუფთა წყალი და სანიტარია

21.03.23

 

 

 

 

პროექტის

მონაწილე

მოსწავლეები

 

 

 

 

7

7-აპრილი-ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო დღე:

ა) პრეზენტაცია-,,რა ვიცით ჯანსაღი ცხოვრების შესახებ“

ბ) კვლევა- რა სახის პროდუქტს მივირთმევთ

გ) პოსტერის და საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება-,,ვიყოთ ჯანმრთელი“

                                                                     მიზანი #3- ჯანმრთელობა და კეთილდღეობა

მიზანი#4-ხარისხიანი განათლება

7.04.23

 

პროექტის ხელმძღვანელი

 

9

დედამიწის კვირეულში (21.04-30.04) მონაწილეობის მიღება

) ანიმაციური ფილმების ნახვა და ანალიზი

ბ) სასკოლო თეორიული კონფერენცია-,,დავიცვათ დედამიწა“

გ)  პოსტერების პრეზენტაცია-                               ,, გავუფრთხილდეთ დედამიწას“

 

მიზანი # 4-ხარისხიანი განათლება

მიზანი # 15 -კლიმატის მდგრადობის მიღწევა

 

 

 

21.04.23

 

 

                 

 

25.04.23


 

 პროექტის ხელმძღვანელი

 

  ბიოლოგიის მასწავლებელი        

 პროექტის მონაწილეები 

 

 

10

15 მაისი- კლიმატის დაცვის საერთაშორისო დღე

გამწვანების აქცია   ლოზუნგით: ,,დავრგოთ თუნდაც ერთი ნერგი“

 

მიზანი#15 -კლიმატის მდგრადობის მიღწევა

15.05.23

პროექტის ხელმძღვანელი

 

 

11

4 R-გადამუშავების პრინციპის გაცნობა

1.     პრეზენტაცია ,,ლეგალური და არალეგალური ნაგავსაყრელები“

2.     საინფორმაციო პლაკატის დამზადება და გავრცელება-,,გაუფრთხილდი გარემოს, ნუ დაანაგვიანებ მას“

მიზანი #4-ხარისხიანი განათლება

22.05.23

პროექტის ხელმძღვანელი

 

12

ტრენინგი სკოლაში ქობულეთის ახალგაზრდული ცენტრი ,,იალქანი“ ის ინიციატივით (სამოქალაქო განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით  )

მიზანი # 4-ხარისხიანი განათლება

30.05.23

მოქალაქეობის მასწავლებელი

 

 

13

გარემოს დაცვის  კვირეულში მონაწილეობის მიღება :

ა) მინი ლექცია-5 ივნისი -გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა

ბ) სკოლისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება

) მდინარის დასუფთავების აქცია


მიზანი# 6 -სუფთა წყალი და სანიტარია

მიზანი#15 -კლიმატის მდგრადობის მიღწევა

5.06.23

პროექტის მონაწილე მოსწავლეები

 

14

პროექტის პრეზენტაცია


6. 06.23

მაგული   ჯინჭარაძე

 

 

 

 

 

 

 

ჯგუფური მუშაობის რუბრიკა

კრიტერიუმი

საუკეთესო

კარგი

საშუალო

დაბალი

ჯგუფის მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება

ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად  გააცნობიერა

ჯგუფმა სამუშაო მიზანი  გააცნობიერა

ჯგუფმა სამუშაო მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა

ჯგუფმა სამუშაოს მიზანი კარგად ვერ გააცნობიერა

ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება

სამუშაო კარგადაა ორგანიზებული, ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები სწორად და თანაბრად გადანაწილდა

სამუშაო ორგანიზებულია, მაგრამ ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა

სამუშაო ნაწილობრივ არის  ორგანიზებული და ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა

სამუშაო არ არის ორგანიზებული. ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არ გადანაწილებულა

ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი

გააჩნიათ საუკეთესო ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი

საკმარისად გააჩნიათ ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი

ნაწილობრივ გააჩნიათ ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი

არ გააჩნიათ მოსმენისა და აზრთა გაზიარების უნარი

დროის ლიმიტი

საუკეთესოდ იცავენ დროის ლიმიტს

საკმარისად იცავენ დროის ლიმიტს

უჭირთ დროის ლიმიტის დაცვა

ვერ იცავენ დროის ლიმიტს

თანამშრომლობა

ჯგუფის  ყველა წევრი აქტიურია, მათ შორის არის პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობები .შესრულებული  სამუშაო ნაყოფიერია.

ჯგუფის თითქმის ყველა წევრი აქტიურია, ჯგუფის წევრებს შორის ძირითადად არის პოზიტიური ურთიერთობები

აქტიურობდს მხოლოდ ერთიორი მოსწავლე, ჯგუფის აქტიურ წევრებსა და პასიურ წევრებს  შორის ზოგჯერ ურთიერთობები იძაბება

ჯგუფის წევრები არ აქტიურობენ, ჯგუფის  წევრებს შორის არ შეინიშნება თანამშრომლობითი გარემო

 

 

 

 

                                                                 პროექტის  შეფასების  რუბრიკა

პროექტის  შეფასების კრიტერიუმები

სრულყოფილი

  (  4 ქულა )

კარგი

 (3 ქულა  )

დამაკმაყოფ.

  (2 ქულა )

არადამაკმაყ.  

  (1 ქულა )       

მოსამზადებელი ეტაპი-სამუშაოს თანაბრად გადანაწილება და შესრულება ჯგუფის მუშაობის  დროს     

სამუშაო თანაბრად არის  გადანაწილება ჯგუფის მუშაობის  დროს     

სამუშაოს თანაბრად არის  გადანაწილებული, მაგრამ სამუშაოს შესრულების დროს დაშვებულია უმნიშვნელო შეცდომები

სამუშაოს თანაბრად არის  გადანაწილებული, მაგრამ სამუშაოს შესრულების დროს დაშვებულია მნიშვნელოვანი შეცდომები

სამუშაო არასრულყოფილად       არის გადანაწილებული     და სამუშაოს                 შესრულების დროს დაშვებულია მნიშვნელოვანი     შეცდომები

აქტივობების დაგეგმვა და განსახორციელებელი სამუშაოს ეტაპების გამოკვეთა და   დაგეგმილი აქტივობების განხორციელება   

აქტივობები  და  განსახორციელებელი სამუშაოს ეტაპები სრულყოფილად არის გამოკვეთილი  და განხორციელებული      

აქტივობები  სრულყოფილად არის დაგეგმილი , მაგრამ განსახორციელებელი სამუშაოს ეტაპების   გამოკვეთაში დაშვებულია უმნიშვნელო შეცდომები

აქტივობები  სრულყოფილად არის დაგეგმილი , მაგრამ განსახორციელებელი სამუშაოს ეტაპების   გამოკვეთაში დაშვებულია მნიშვნელოვანი შეცდომები

აქტივობები  არასრულყოფილად     არის დაგეგმილი  და განსახორციელებელი სამუშაოს ეტაპების   გამოკვეთაშიც    დაშვებულია მნიშვნელოვანი   შეცდომები

მონაცემთა აღრიცხვა და ანალიზი           

უშეცდომოთ, სრულყოფილად აღრიცხავს მონაცემებს და აკეთებს ანალიზს

მონაცემებს აღრიცხავს სრულყოფილად, მაგრამ ანალიზის გაკეთების დროს  უშვებს უმნიშვნელო შეცდომებს

მონაცემებს აღრიცხავს სრულყოფილად, მაგრამ ანალიზის გაკეთების დროს  უშვებს მნიშვნელოვან შეცდომებს

უჭირს მონაცემთა აღრიცხვა დაანალიზის გაკეთება        

 

 

  დასკვნის გამოტანა

სრულყოფოლად გამოაქვს დასკვნა

დასკვნის გამოტანის დროს უშვებს უმნიშვნელო შეცდომებს

დასკვნის გამოტანის დროს უშვებს მნიშვნელოვან შეცდომებს

უჭირს დასკვნის გამოტანა

 პრეზენტაციის გაკეთებისა  ისტ-ის გამოყენებით

სრულყოფილად აკეთებს პრეზენტაციას ისტ-ის გამოყენებით

პრეზენტაციის გაკეთებისა   და ისტ-ის გამოყენების დროს უშვებს უმნიშვნელო შეცდომებს

პრეზენტაციის გაკეთებისა   და ისტ-ის გამოყენების დროს უშვებს მნიშვნელოვან შეცდომებს

უჭირს პრეზენტაციის   გაკეთება და ისტ-ის გამოყენება

                


No comments:

Post a Comment